ათასობით ქართველი გვიყურებს ახლა, ელოდება ძალიან მძლავრ სიგნალს, რომ თქვენ დგახართ ქართველ ხალხთან, რომ ევროპა არასოდეს მიატოვებს ქართველებს დემოკრატიის გზაზე. საქართველო ევროპას ეკუთვნის, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
წითლიძის თქმით, თუ საქართველოში დემოკრატია დამარცხდება, ევროპული ღირებულებები მთელს რეგიონში დამარცხდება.
„ქალბატონებო და ბატონებო
დარწმუნებული ვარ, ევროსაბჭოს ახსოვს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მიერ 1999 წელს, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას წარმოთქმული სიტყვები: მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი.
დღეს ამ დარბაზში ვდგავარ, ძალიან ხმამაღლა და ამაყად ვიმეორებ ამ ცნობილ სიტყვებს: მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი. ეს ქართველი ხალხის ძლიერი ნება და ძლიერი ისტორიული მისწრაფებაა და ამას ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის. მაგრამ ამ დარბაზში მინდა უფრო ხმამაღლა გითხრათ: ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია და დემოკრატიის განვითარება საფრთხეშია.
რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტა შეცვალოს საქართველოს გეოპოლიტიკური გზა ევროპიდან რუსეთში, დემოკრატიის განვითარებიდან ოლიგარქიული სისტემისკენ. რუსული კანონი მხოლოდ ერთი ასპექტია რუსი ოლიგარქის ივანიშვილის დიდ თამაშში. დიდი გეგმა არის ევროპის გაძევება რეგიონიდან და რუსული გავლენის გაზრდა. რაც ახლა ხდება საქართველოში, მხოლოდ ქართველების ბრძოლა არ არის, ეს ევროპულიც არის. თუ საქართველოში დემოკრატია დამარცხდება, ევროპული ღირებულებები მთელს რეგიონში დამარცხდება.
ივანიშვილის მიზნის, ძალაუფლების შენარჩუნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რუსულ სისტემაში, სადაც კრიტიკული ხმა ჩახშობილია, სადაც დემოკრატია მხოლოდ სიტყვებია, სადაც პოლიტპატიმრები და სამოქალაქო აქტივისტები ციხეში არიან. ამ შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ადამიანი, რომელმაც საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადი გახადა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის რუსი ოლიგარქის ციხეში იმყოფება.
ძვირფასო კოლეგებო, დღეს თბილისი საქართველოს დედაქალაქია დღეს თბილისის ქუჩებში ევროპის დროშა ძალიან მაღლა ფრიალებს ახალი თაობის ხელში. ათასობით ქართველი გვიყურებს ახლა, ელოდება ძალიან მძლავრ სიგნალს, რომ თქვენ დგახართ ქართველ ხალხთან, რომ ევროპა არასოდეს მიატოვებს ქართველებს დემოკრატიის გზაზე. საქართველო ევროპას ეკუთვნის", - განაცხადა ანა წითლიძემ.