შეშფოთებული ვარ იმის გამო, რაც ხდება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მოკლე საუბარი მქონდა პრეზიდენტთან. ის მნიშვნელოვანი ლიდერია, მაგრამ, სამწუხაროდ, პარლამენტმა დაძლია [პრეზიდენტის] ვეტო ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, საქართველო დაბრუნდება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნა რუტემ.