ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უკრაინამ ევროკავშირისგან 1.9 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან, Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში, 1.9 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური მხარდაჭერის ტრანში მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და მის მთელ გუნდს ასეთი ურყევი მხარდაჭერისთვის“, - წერს შმიგალი X-ზე.

ევროკომისიამ უკრაინას Ukraine Facility -ის ფარგლებში დახმარების პირველი ტრანში, 4.5 მილიარდი ევროს ოდენობით, 20 მარტს გადასცა.