ვფიქრობ, სანქციები კიდევ იქნება. მაგრამ, ამაში დარწმუნებული არ ვარ, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვერ ვისაუბრებ, - ამის შესახებ ექსპერტმა, ლინკოლნ მიტჩელმა TV-24 -თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი საკმაოდ რთულ სიტუაციაში ჩაიგდო. მათ არ მოეწონებათ, თუ ზომები გამკაცრდება.
„ვფიქრობ, სანქციები კიდევ იქნება. მაგრამ, ამაში დარწმუნებული არ ვარ, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვერ ვისაუბრებ. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი საკმაოდ რთულ სიტუაციაში ჩაიგდო. ალბათ, საქართველოს მოსახლეობას, მოსწონს მთავრობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები. მაგრამ, მათ არ მოეწონებათ, თუ ზომები გამკაცრდება. სიმართლე გითხრათ, მე არ ვფიქრობ, რომ ასე მოხდება. ამ შემთხვევაში ვაშინგტონში ამბობენ, რომ უბრალოდ, მხარს არ დაუჭერენ საქართველოს. არ დააფინანსებენ დემოკრატიისა და მმართველობის განვითარების პროექტებს. თუმცა, ამერიკას არ სურს ამის გაკეთება“,- განაცხადა მიტჩელმა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ წინსააარჩევნოდ რამდენიმე ნაბიჯი აქვს გადასადგმელი.
„ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ, რამდენიმე ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. პირველი - უკავშირდება არჩევნების პოტენციურ გაყალბებას და ისინი მოძრაობენ ამ მიმართულებით. მეორე - ფინანსების ასიმეტრიის გამო, კენჭისყრის დღის მოახლოვებასთან ერთად მმართველ ძალას არ გაუჭირდება პატარა პარტიების მოსყიდვა. სანქციების საპასუხოდ კი, მათ ექნებათ ანტიდასავლური გზავნილები - „ნახეთ როგორ გვექცევიან ამერიკელები და ევროპელები“.
სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ამ კამპანიას უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს, ვიდრე რეალურად გვგონია და საერთაშორისო დამკვირვებლები აღიარებენ. განსაკუთრებით, ეს გამძაფრდება იმ შემთხვევაში თუკი გავითვალისწინებთ, კონსერვატიულ და ანტი-ლგბტ განცხადებებს, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან“,- დასძინა მან.