ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, ექსპერტმა, ლინკოლნ მიტჩელმა TV-24 -თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაუკვირდება, თუ გაყალბებას ექნება ადგილი.
მისი თქმით, ჭკვიანი მთავრობა არ იპარავს არჩევნებს, არჩევნების დღეს. თუ ასეთი განზრახვა გაქვს, ამისთვის მომზადება წინასწარ უნდა დაიწყო, რათა არჩევნების დღე არ იყოს სავსე არეულობებით.
„გამიკვირდება თუკი გაყალბებას ექნება ადგილი. არაერთხელ მითქვამს, როგორც საქართველოზე, ისე ზოგადად, რომ ჭკვიანი მთავრობა არ იპარავს არჩევნებს, არჩევნების დღეს. თუ ასეთი განზრახვა გაქვს, რაც მათ შეიძლება ჰქონდეთ, ამისთვის მომზადება წინასწარ უნდა დაიწყო, რათა არჩევნების დღე არ იყოს სავსე არეულობებით. ოპოზიციური კოალიაცია მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურება, ვგულისხმობ ერთიანობას. მოსახლეობის 15% უჭერს მხარს პარტიებს, რომლებიც ბარიერს ვერ ლახავენ. ამ სცენარის მიხედვით, 35%, რომელსაც ქართული ოცნება მიიღებს, მოუტანს მანდატების 45%. ასეთ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ იყიდონ უმრავლესობა, არა აბსოლუტური, თუმცა მანდატების უმრავლესობა. სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა, ოპოზიციის შუაგულში არიან, რაც „ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელი მოცემულობაა. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევები ემთხვევა არჩევნებს შეერთებულ შტატებში. სადაც, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ტრიუმფს პუტინიც იზეიმებს“, - განაცხადა მიტჩელმა.