ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხუთ ივლისს გაიმართება.
როგორც ცნობილია, ხმათა 50%-ზე მეტის მოპოვება პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატიდან ვერცერთმა შეძლო და მეორე ტური სწორედ ამის გამო ჩაინიშნა.
ირანში, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.