ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმატორი მასუდ ფეზეშქიანი და კონსერვატორი საიდ ჯალილი ლიდერობენ

ირანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმატორი მასუდ ფეზეშქიანი და კონსერვატორი საიდ ჯალილი ლიდერობენ.

ლიდერობს მასუდ ფეზეშქიანი, რომელსაც ხმა 10,4 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა, რაც ხმების 42%-ს შეადგენს.

მისმა უახლოესმა მდევარმა - საიდ ჯალილიმ 9,4 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, რაც 38%-ს შეადგენს. შსს-ს ინფორმაციით, არჩევნებზე 24,5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა, აქტივობამ 40% შეადგინა და ყველა ხმა უკვე დათვლილია.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური 5 ივლისს გაიმართება.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი 19 მაისს ავიაკატასტროფას ესმხვერპლა.