ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი - 10 პირი კი, დაშავდა.
მისივე თქმით, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მაღაზია და საცხოვრებელი სახლი. ფედოროვის ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.