საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
BBC-ის ინფორმაციით, ეს არის ორტურიანი არჩევნები და 577-მანდატიან ეროვნულ ასამბლეაში მანდატების ზუსტი განაწილების და საბოლოო შედეგების დადგენა 7 ივლისს დაგეგმილი მეორე ტურის დასრულებამდე არ იქნება შესაძლებელი.
გამოცემის ცნობით, წინასაარჩევნო გამოკითხვებში მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას პარტია „ეროვნული გაერთიანება“ ლიდერობს.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მისი ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა.