სენაკში, შეროზიას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
როგორც TV24-ს შსს-ს საგანგებო ისტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ერთ-ერთ ვერსიად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება.