ამერიკელი რეპერი, კანიე უესტი მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაცია რუსმა პროდიუსერმა, იანა რუდკოვსკაიამ Telegram-ზე გაავრცელა.
,,კანიე უესტი უკვე მოსკოვშია! ეს სუპერ-სიახლეა! ის ქალაქის ცენტრში რჩება! თითები გადაჯვარედინებული მაქვს ლუჟნიკის შოუსთვის! ფსონს ვდებ, 80 000 [ბილეთი] მხოლოდ 3 დღეში გაიყიდება. კარგი... მაქსიმუმ ერთ კვირაში!" - წერს რუდკოვსკაია Telegram-ზე.