ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩინეთი ევროპაში კონფლიქტების გაღვივებაში დაადანაშაულა.
მისივე თქმით, ამის გამო აუცილებელია, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გააღრმაოს პარტნიორობა იაპონიასთან, ავსტრალიასთან, სამხრეთ კორეასთან და ახალ ზელანდიასთან,
სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ნატომ აზიის რეგიონში სიტუაციის სტაბილიზებასა და ჩინეთზე ზეწოლის გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი.
„ჩინეთი ევროპაში მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ უმსხვილესი კონფლიქტის გაღვივებას უწყობს ხელს. რუსეთი დრონებისა და რაკეტების წარმოებისას ჩინეთიდან ექსპორტირებულ ტექნოლოგიებსა და ელექტრონიკას იყენებს. ნატო ჩინეთს მოწინააღმდეგედ არ მიიჩნევს, მაგრამ ის გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი ინტერესებისა და ფასეულობებისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.