ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მამარდაშვილის ისტორიული რეკორდი - ის ევროპის ჩემპიონატზე მოგერიებული ბურთებით, მეკარეებს შორის მე-2 ადგილზეა

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა აღმოჩნდა. მას ტურნირზე ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში 30 მოგერიება ჰქონდა.

OptaJose-ს მონაცემებით, ამ მაჩვენებლით გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე იგორ აკინფეევია, რომელსაც ევრო 2008-ზე 32 მოგერიება დაუგროვდა, მესამეზე კი იტალიელი მეკარე ფრანჩესკო ტოლდოა, რომელმაც ევრო 2000-ზე, მამარდაშვილის მსგავსად, 30 „სეივი“ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ტოლდოს ამისთვის 6 მატჩი დასჭირდა, აკინფეევს კი – 5.

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთთან 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.