ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი პატიმრობაში რჩებიან. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ მიიღო.
სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდებოდა, რადგან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავეს, რასაც მალევე მისი მეუღლის - მარიამ იაშვილის დაკავებაც მოჰყვა.
აბაშიძე აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში, ღიად აკრიტიკებდა ხელისუფლების ქმედებებს. სწორედ ამიტომ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ საქმე შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს.