თავისუფლების მოედანზე, სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებულია სცენიდან საზოგადოებას საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სიტყვით მიმართა.
ის შეკრებილებს ჯერ ქართულად მიესალმა, შემდეგ კი მადლობა გადაუხადა.
„მინდა აღვნიშნო, რომ სამნახევარი წელი, რაც აქ ვარ ძალიან გაიწელა. ფეხბურთელებმა ბევრი ოფლი დაღვარეს მიზნის მისაღწევად. იმედი მაქვს, მომდევნო სამნახევარ წელიწადში უკეთესით თუ არა, იგივე შედეგით ავალთ სცენაზე. მადლობა საქართველო“, - განაცხადა სანიოლმა.