იოსებ ბაბაევის საქმე ისევ აქტიურია. სასამართლოს ორი ინსტანციის გავლის შემდეგ, შიდა ქართლის პოლიციამ საქმე ხელახლა აღძრა.
დღეს გორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობებით გამოირჩევა, სამხარეო პოლიციაში ისევ დაიბარეს.
მას ბრალის დადგენილება გააცნეს. დაცვის მხარე ელოდება, რომ ბაბაევის მიმართ საპატიმრო ზომების გამოყენებისთვის სასამართლოს პროკურატურა მიმართავს.