ოპოზიციონერი დეპუტატები ევროპელ პარტნიორებს ხვდებიან. საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ როთი, ასევე, ლიეტუვის, ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც ცნობილია, შეხვედრას არ დაესწრება „ქართული ოცნება“. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 13-14 მაისი ვიზიტისთვის კარგი დრო არაა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა. ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ხვალ განიხილავენ.