ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იოსებ ბაბაევს მოსამართლემ 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა

გორის რაიონული სასამართლო პროკურატურას ისევ არ დაეთანხმა. იოსებ ბაბაევის საქმეზე მოსამართლემ არ გაითვალისწინა აღკვეთის ღონისძიების ფორმად 10 ათასლარიანი გირაო და ბრალდებულს მხოლოდ 1000 ლარიანი უზრუნველყოფა დააკისრა.

პროცესი დღეს მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც სამოქალაქო აქტივისტს, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობის საქმეზე ხელახლა წაარუდგინეს.

წინა შემთხვევაშიც, გამოძიების მიერ ჩატარებული პროცედურები საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო, რის შემდეგაც გადაწყვეტილება გასაჩივრდა.

იოსებ ბაბაევი 4 ივნისის ღამეს დააკავეს. გამოძიება მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა.