ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაიკლ როთი: ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის რამე შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს

„აგენტების კანონის“ პირობებში, ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის არანაირი შანსი არ არსებობს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთმა ჟურნალისტებს ქართველ ოპოზიცონერ დეპუტატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ვხედავთ მათ არაძალადობრივ აქციებს და სწრაფვას ევროპისკენ, ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს ეს კანონი. მე ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის რამე შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს “, - აღნიშნა როთმა.

მიხეილ როთის გარდა, საქართველოში ლიეტუვის, ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები იმყოფებიან.