საფეხბურთო კლუბ „დინამოსა“ და გიორგი ლორიას შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შეთანხმება დღეს შედგა.
საქართველოს ნაკრების 38 წლის მეკარე კარიერას კვიპროსის უმაღლეს ლიგაში ახლადდაწინაურებულ გუნდში გააგრძელებს.
ტრანსფერი კვიპროსულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
„არადიპოს „ომონია“ აცხადებს, რომ ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს ნაკრების გამოცდილ ქართველ მეკარე გიორგი ლორიასთან! მივესალმებით გიორგის ჩვენს ოჯახში და ვუსურვებთ წარმატებებს არადიპოს „ომონიაში“, ამ ფერებში, ამ სეზონში“, – წერია კლუბის განცხადებაში.