ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აშშ უკრაინას იარაღის ახალ პარტიას გადასცემს

პენტაგონი კიევის მხარდაჭერას აგრძელებს - უწყება უკრაინისთვის Patriot-ისა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის 2.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩამჭრელებს შეიძენენ.

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ დახმარების პაკეტის შესყიდვა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში მოხდება.

პენტაგონის ცნობით, ამის შედეგად, უკრაინა მიიღებს ჩამჭრელებს, რომლებიც მას სასწრაფოდ სჭირდება, რათა თავისი მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან დაიცვას.