ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, რომელშიც თემთა პალატის 650 წარმომადგენელს აირჩევენ.

გამოკითხვების თანახმად, ბოლო 14 წელიწადში პირველად უმრავლესობას ლეიბორისტული პარტია მოიპოვებს, რომელიც 2010 წლიდან ოპოზიციაში იმყოფება. რაც შეეხება მმართველ, კონსერვატიულ პარტიას, გამოკითხვების მიხედვით ისინი მესამე ადგილზე არიან.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება. თემთა პალატა 650 დეპუტატისგან შედგება, თითოეულ მათგანს ერთმანდატიანი ოლქების მოსახლეობა ირჩევს. გამარჯვებას ზეიმობს კანდიდატი, რომელიც ხმების მარტივ უმრავლესობას მიიღებს.

მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პარტიამ 326 მანდატი უნდა მიიღოს - თუ ამას ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს, მოქმედი პრემიერი ხელისუფლებაში რჩება და მთავრობას აყალიბებს.