ხანძრით გადამწვარი 10 საცხოვრებელი სახლი ბათუმში - „ოცნების ქალაქში“ დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
გაუმართავი ელექტროსადენების გამო გაჩენილმა ცეცხლმა, ადგილობრივების ნაწილს გაუნადგურა საცხოვრებელი ადგილები,დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთებიც. სრულად დაიწვა ერთი ავტომობილიც.
დაზარალებულები რამდენიმე დღეა უშედეგოდ ითხოვენ კონკრეტულ პასუხს ადგილობრივი ხელისუფლებისგან.