ბათუმში, სოციალურად დაუცველები და უსახლკაროები აქციას მართავენ. ისინი ამ წუთებში ბათუმის მერიასთან იმყოფებიან და მერთან, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციაზე ის ადამიანებიც არიან, რომლებიც ორი დღის წინ, სამხედრო ბაზის შენობაში იყვნენ შეჭრილები, საიდანაც ძალისმიერი მეთოდით გამოასახლეს.
მოქალაქეები საცხოვრისით დაკმაყოფილებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ. მათი თქმით, არაერთი მიმართვის მიუხედავად, ხელისუფლება მათ საჭიროებებს აიგნორებს.
მოქალაქეების ინფორმაციით, მასთან შეხვედრის მზაობა საკრებულოს თავმჯდომარემ გამოთქვა და რამაზ ჯინჭარაძესთან შეხვედრისთვის ემზადებიან.
ავტორი: სულხან მესხიძე