ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფილიპინები დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში ვერ მოხვდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ფილიპინებთან გამართა. მიუხედავად იმის, რომ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ნაკრები ნახევარფინალში მაინც ვერ მოხვდა.

სამ გუნდიანი ჯგუფიდან, პლეი ოფის საგზურს ორი იღებდა. პირველ ტურში საქართველო ლატვიასთან 55:83 დამარცხდა, ხოლო მეორე დღეს მასპინძელმა ლატვიამ ფილიპინებთან 80:89 დათმო.სწორედ ამის გამო, საქართველოს ნაკრებმა იმ სხვაობით ვერ დაამარცხა ფილიპინები, რაც გასვლას სჭირდებოდა და პლეი ოფის გარეშე დარჩა.