ირანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოსახლეობა არჩევანს რეფორმატორ მასუდ ფეზეშქიანსა და კონსერვატორ საიდ ჯალილის შორის გააკეთებს.
არჩევნების პირველი ტური გასულ პარასკევს გაიმართა, რა დროსაც ფეზეშქიანმა ხმათა 42%, ჯალილიმ კი 38% მიიღო.
ქვეყნის მასშტაბით 58 ათასზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი, ხმის მიცემის უფლებით კი 61 მილიონი ადამიანი სარგებლობს.
რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი 19 მაისს ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.