ტრაგიკულად დაღუპულ პილოტს, კახაბერ ზურაბაშვილს ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ოჯახს პირადად მიუსამძიმრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც პანაშვიდზე გორში, პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან ერთდ ჩავიდა.
პილოტის ოჯახს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები უსამძიმრებენ.
გორში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც.
2 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში, დაუსახლებელ ადგილას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი