ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კალასი: ორბანი მოსკოვში არანაირად არ წარმოადგენს ევროკავშირსა და მის პოზიციებს

ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მოსკოვში ვიქტორ ორბანი არანაირად არ წარმოადგენს ევროკავშირს ან მის პოზიციებს. ის ბოროტად იყენებს ევროკავშირში თავმჯდომარეობის პოზიციას დაბნეულობის დასათესად.

ევროკავშირი ერთიანია, მკაფიოდ დგას უკრაინასთან და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“,- წერს კალასი.