უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 27 ,,შაჰიდის" ტიპის დრონიდან 24 ჩამოაგდეს.
მათივე ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები და მობილური სახანძრო ჯგუფები.
დრონები ჩამოაგდეს დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ზაპორიჟიეს, ხერსონის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ჩერნიგოვის, ვინიცის, კიევის, კიროვოგრადისა და მიკოლაევის რეგიონებში.