დასავლეთ აფრიკაში, მავრიტანიის სანაპიროსთან, ესპანეთის კანარის კუნძულებისკენ მიმავალი მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 89 ადამიანი დაიღუპა.
ბორტზე 170 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, დაკარგულად 70-ზე მეტი ადამიანი ითვლება. სანაპირო დაცვამ 9 მგზავრის გადარჩენა შეძლო, მათ შორის 5 წლის ბავშვის.
ესპანეთის მთავრობის ცნობით, 2023 წელს ესპანეთის კანარის კუნძულებზე ჩამოსული მიგრანტების რაოდენობა ერთ წელიწადში გაორმაგდა და რეკორდულ რაოდენობას - 39 910-ს მიაღწია.