ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლება ვერ მიხვდა, სად არის ამ ქვეყნის მშვიდობა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში სწავლება „ღირსეული პარტნიორის" გაურკვეველი დროით გადადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს საქართველოსთვის დამაზიანებელია. პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება ვერ მიხვდა, სად არის ამ ქვეყნის მშვიდობა.

,,ეს არის ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის, შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს არის ასეთივე დაზიანება ჩვენი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რომელიც ჩვენი თავდაცვისთვის და ყველაფრისთვის, რაც აქამდე შენდებოდა ჩვენ ჯართან ამ დახმარებით და იმითი, ეს ყველაფერი არის უკვე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები და რა უნდა გაკეთდეს და სად არის მშვიდობა ამ ქვეყნის. მშვიდობა ამ ქვეყნის ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პატნიორების გარეშე როცა დავრჩებით და არ გვექნება არც ერთი რესურსი, რომ ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი, აშშ-მა განუსაზღვრელი ვადით გადადო.