ფრანგული მედიის ინფორმაციით, წინასწარი ეგზიტპოლის შედეგებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს, მეორე ადგილზე ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიაა, ხოლო მესამე ადგილზე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.
საფრანგეთის დროით 20:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.
არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 67 პროცენტი შეადგინა.