ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მოკლა

ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მოკლა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინური მედია ავრცელებს.

„ცაჰალის“ ინფორმაციით, მათ იერიში მიიტანეს სკოლის შენობაზე, რომელსაც ტერორისტები აფარებდნენ თავს და სამოქალაქო მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანისთვის ყველა შესაძლო ზომა იყო მიღებული.

ეჰაბ ალ-ღუსეინი, რომელიც ისრაელის ავიაიერიშს ემსხვერპლა, ქალაქ ღაზაში და ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ მთავრობის წარმომადგენლის თანამდებობაზე სამი თვის წინ დაინიშნა.

წარსულში ის შრომის მინისტრის მოადგილის და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თანამდებობებს იკავებდა.