საფრანგეთში ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარიზის ქუჩებში ათასობით მოქალაქე საზეიმოდ გამოვიდა.
მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციების უმეტესობა მშვიდობიანი იყო, თუმცა იყო არეულობისა და ვანდალიზმის ფაქტებიც. არეულობის ჩასახშობად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
საფრანგეთში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური შედეგებით ირკვევა, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო მანდატები, ვერცერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ვერ მიიღო.