ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო იერიშს 28 ადამიანი ემსხვერპლა

კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის მსხვერპლი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 15 ადამიანი და დაშავებულია 37 ადამიანი.

იერიში ასევე განხორციელდა დნიპროზე, კრივი როგზე, სლავიანსკსა და კრამატორსკზე. საერთო ჯამში, რუსეთის მიერ განხორციელებულ დღევანდელ თავადასხმებს, 28 ადამიანი ემსხვერპლა.

კიევში რაკეტები მოხვდა ბავშვთა საავადმყოფოს, სავაჭრო ცენტრს და საცხოვრებელ სახლებს.

„ეს არის ნამდვილი საშინელება, გენოციდი. ადგილზე მუშაობენ მაშველები. ნანგრევებიდან გვესმის ადამიანების ხმები. ვმუშაობთ რაც შეიძლება სწრაფად, რომ ეს ხალხი გადავარჩინოთ. საკმაოდ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.