ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

არმაზ ახვლედიანი: ერთიანობის იდეას ალტერნატივა არ გააჩნია

ერთობა შედგა. ეს არის დასაწყისი, - ამის შესახებ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ წევრმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, ერთიანობის იდეას ალტერნატივა არ გააჩნია.

"ერთობა შედგა. ეს არის დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, ერთობის, ერთიანობის იდეას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩემთვის, ეს არის ერთიანი ხედვა საქართველოს დღევანდელ უმთავრეს საჭიროებებთან დაკავშირებით.

პირველი: დავასრულოთ ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი. მეორე: დავასრულოთ საქართველოში უსამართლო მმართველობების ციკლი. ამიტომ ვარ ამ გაერთიანებაში. მიმაჩნია, რომ ის გაიზრდება. წარმატებას ვუსურვებ ყველა სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებსაც. დღეს ერთი გამოწვევა და ამოცანა გვაქვს, ამაში ერთიანი უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

ახალი პოლიტიკური პლატფორმის - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პრეზენტაციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წევრები წარადგინა. წევრებს შორის არის დამოუკიდებელი დეპუტატი - არმაზ ახვლედიანიც.