პოლიტიკურ კონსულტაციებს ადასტურებს, მაგრამ TV 24-ის ინფორმაციას არა, გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ არასწორია კონსულტაციების ეტაპზე საჯარო საუბარი.
„არ მაქვს ინფორმაცია პარტიის შექმნის და შემადგენლობის თაობაზე. მე გეუბნებით რომ არავითარი კონსულტაციები არ მიმდინარეობს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს სხვანაირადაც აღიქვათ“,- განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტთან გაერთიანების შესაძლებლობას გამორიცხავენ ეკა ბესელია და თამარ ჩუგოშვილი.
„ჩვენ არ ვგეგმავთ არანაირ პრეზენტაციას, არასწორი ინფორმაცია გაქვთ, თქვენთან საუბარს ვერ გავაგრძელებ“,- უთხრა TV 24-ს ბესელიამ.
„პირველად მესმის თქვენგან, არნაირი კონსულტაცია არ მქონია“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.