ღაზის სექტორის სამხრეთში, ქალაქ ხან იუნისის მახლობლად, ისრაელის ავიაიერიშს მსხვერპლი მოჰყვა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, „ცაჰალმა“ იერიში მიიტანა სკოლის ეზოზე. დაიღუპა 30 და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ იერიში მიიტანეს ტერორისტზე, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა. ისრაელური მხარე სწავლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ავიაიერიშის შედეგად სამოქალაქო პირები დაშავდნენ, თუმცა ჯერჯერობით ამას არ ადასტურებს.