ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 2 300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისს მოსამართლემ 2 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

გირგორიადისს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. გრიგორიადისმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი 16 მაისს დატოვა. მისი თქმით, დაკავებისას პოლიციელები მას ურტყამდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.