ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანები ჯანდაცვის მინისტრს ტყუილში ადანაშაულებენ

ჯანდაცვის მინისტრს ტყუილში ადანაშაულებენ - მიხეილ სარჯველაძის უწყების წინააღმდეგ აქციებს, ამჯერად გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანები აანონსებენ.

პაციენტები უკვე ორი  წელია პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მათი თქმით, რეგიონებში ასობით ადამიანი მედიკამენტის გარეშეა დარჩენილი.

დაავადება პროგრესირებადია, სახელმწიფოს კი ამ დრომდე არ აქვს კონკრეტული პასუხი - როდის შეძლებს პაციენტების შესაბამისი პრეპარატით უზრუნველყოფას.