უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესში მივიდა და სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მან ორი სენატორი დააჯილდოვა კიდეც.
გამოცემის ინფორმაციითვე, სავარაუდოდ, ზელენსკი დემოკრატების ლიდერს, ჩაკ შუმერს შეხვდება. ამასთან, შეხვედრას გამართავს, რესპუბლიკელების ლიდერთან, სენატონ მიჩ მაკკონელთაც.
შესაძლოა, შეხვედრას სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნებიც დაესწრნენ.
ისინი უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ.