ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პარლამენტში „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ერთმანეთს სიტყვიერად საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ.

მესამე მოსმენისას კანონპროექტში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა. როგორც სხდომის გახსნისას განმარტა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ასევე დაგეგმილია კანონპროექტზე კენჭისყრა.

პარლამენტის სხდომის პარალელურად, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოსთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ ერთ თვეზე მეტია, რაც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ დემონსტრაციები მიმდინარეობს.