არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა - გაიწვიეთ ეს კანონი, უარი რუსეთს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე Instagram-ზე წერს.
„მიჭირს და რთულია ვუყურო, როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს. არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო! უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ“, - წერს ჩაკვეტაძე.