პოლიცია რუსთაველის გამზირს ტოვებს. მათ მომიტინგეები შეძახილებით აცილებენ.
მანამდე სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან შეკრებილი ხალხი გაიყვანეს და პარლამენტის მიმდებარე ტერიოტორია გაათავისუფლეს. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო, აქციაზე ხალხის რაოდენობამ იმატა.
რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე სპეცრაზმი და შსს-ს სხვა დანაყოფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ განლაგებულები. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანები.