საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონიც განიხილეს.
„გულწრფელი საუბარი მქონდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან. ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, ბოლო წლებში საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ასევე, განვიხილეთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და აღნიშნულთან დაკავშირებით ერთმანეთს პოზიციები გავუზიარეთ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
შალვა პაპუაშვილი ო’ბრაიენთან შეხვედრაზე: განვიხილეთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ერთმანეთს პოზიციები გავუზიარეთ
