ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის, თეოდოროს რუსოპულოსის განცხადებით, „აგენტების კანონის“ შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალი კვირის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი და მოუწოდა ქართველ კანონმდებლებს, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამ კანონის ამოქმედებამდე. ინფორმაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსოპულოსმა მკაცრად დაგმო თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე.
„ეს თავდასხმები, ისევე როგორც პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობები, სრულად და გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული ხელისუფლების მიერ“, - ხაზგასმით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.