ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დასკვნას პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს

ვენეციის კომისიის განცხადების თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დასკვნა პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოქვეყნდება.

მოსაზრება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე მზადდება.

„ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა სახალხო დამცველს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიასაშუალებებისა და მაუწყებლების წარმომადგენლებს. დელეგაცია 2 მაისს პარლამენტში გეგმავს ონლაინ შეხვედრას საპარლამენტო ფრაქციებთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთან დისკუსიების გასაგრძელებლად. დასკვნა გამოიცემა გადაუდებელი პროცედურით ვენეციის კომისიის რეგლამენტის მე-14 ა მუხლის შესაბამისად და გამოქვეყნდება უახლოეს კვირებში, რათა პარლამენტისთვის შესაძლებელი გახდეს მისი განხილვა კანონის მიღებამდე“, – აღნიშნულია განცხადებაში.