პარლამენტმა საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დასძლია.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა წინააღმდეგ კი 28 დეპუტატი იყო. შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის მიერ გაზიარებული არ არის.
„საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება იმისა, საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნის შესაბამისად დააკომპლექტონ.
გენდერული კვოტირების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში “გირჩმა“ წარადგინა, რასაც სახელისუფლო უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.