ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ევროპელი და ამერიკელი კანონმდებლები: არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს, მათ გაბედულად გამოავლინეს თავიანთი მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი

15 ქვეყნისა და ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოების წევრები და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელთა შორის არიან აშშ-ის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ევროკავშირის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის 16 კანონმდებელი. 

მათი თქმით, საქართველოს პარლამენტმა გადადგა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას.

„მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეების მხრიდან არაერთგზის გამოთქმული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა გადადგა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება მის გაცხადებულ მიზანს დასავლური ინტეგრაციის შესახებ. როგორც ევროატლანტიკურ კანონმდებლებს, ჩვენ გვესმის, რომ პარლამენტის როლი არის ხალხის ნების ასახვა და ქართველებმა ცალსახად უარყვეს ეს კრემლის მიერ შთაგონებული კანონი, როგორც შეუთავსებელი მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან.

ეს კანონი გამოწვევაა ასეთი ღირსეულ ძალისხმევისთვის და ემსახურება პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე - ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტურ ელემენტებზე. შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებენ მათ მხარდაჭერას, რადგან მათი ხელმძღვანელობა და საქართველოსადმი ხედვა ასახავს ნამდვილ პატრიოტიზმს, სრულიად განსხვავებით პარლამენტის 84 წევრისგან, რომლებიც გუშინდელ კენჭისყრაზე რუსეთს შეუერთდნენ.

ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც გაბედულად გამოავლინა თავისი მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით, და არ ვიყოყმანებთ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამ რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი დემონსტრანტებზე თავდასხმისთვის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლობლების ჩათვლით. ქართველ ხალხს ვუცხადებთ: თქვენ მარტო არ ხართ", - აღნიშნულია განცხადებაში.