ბათუმში სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების აქცია იწყება. ისინი ბათუმის ცენტრალური პარკში იკრიბებიან, საიდანაც საპროტესტო მარში დაიწყება.
მოზარდებისა და მათი მშობლების საერთო გზავნილია „არა რუსულ კანონს, კი ევროპას”.
ამ შეკრების პარალელურად კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დღეს, 18:00 საათზე ევროპის მოედანზე გაიმართება.
გუშინ, ბათუმში გამართული საპროტესტო მარში იყო ერთ-ერთი მასშტაბური, რაც კი აქამდე ქალაქში გამართულა. დემონსტრანტები ქალაქგარეთ, ფეხით, ბნზ-ს დასახლებაში მივიდნენ, სადაც ბათუმის ერთადერთი შემოსასვლელის ბლოკირება მოახდინეს.
დაახლოებით ორი საათის განმავლობაში სატრანსპორტო მიმოსვლა შეზღუდული იყო.
ავტორი: სულხან მესხიძე